გიორგი ვოლსკი: მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ სხვა ნარკოტიკზე ნაკლები ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე მარიხუანას არ აქვს
„კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
„რატომღაც ისეთი მოსაზრებაა გავრცელებული, თითქოს მარიხუანა იმ დონის ნარკოტიკი არ არის, რომელმაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სხვა ნარკოტიკზე ნაკლები ზემოქმედება არ აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კანონის ტოტალური გამკაცრებაა საჭირო ნარკოტიკის შენახვის, გავრცელების და აქედან ფინანსური მოგების მიღების საკითხებზე“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.