უკრაინამ რუსეთში კამიკაძე-დრონებით ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკური ქარხანა დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინამ რუსეთში კამიკაძე დრონებით ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკური ქარხანა დაბომბა, რომელიც რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემებისთვის კომპონენტებს ამზადებდა.

ამის შესახებ უდმურტიის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბრეჩალოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 35 კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ბრეჩალოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები