თურქეთში, ქალაქ იზმირში, ტყის ხანძრებს ებრძვიან.
პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს.
თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და 27 შვეულმფრენი მონაწილეობს.
ძლიერი კვამლის გამო, იზმირის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა, ოთხ სოფელში კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.