“სიმკაცრე უნდა იყოს მობილიზებული მათ წინააღმდეგ, ვისაც ნარკოტიკი შემოაქვს, ვინც ნარკოტიკს ასაღებს” – გია ვოლსკი

“სიმკაცრე უნდა იყოს მობილიზებული მათ წინააღმდეგ, ვისაც ნარკოტიკი შემოაქვს, ვინც ნარკოტიკს ასაღებს, ვინც ნარკოტიკის გასაღებისათვის ახალი იდეები გააჩინა და ახალი სისტემები შექმნა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს.

მისი განმარტებით, ეს არის დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ, მომავლის წინააღმდეგ.

“ამაში არა მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები უნდა იყვნენ ჩართულნი, რასაკვირველია, დაავადების მკურნალობის საკითხიც დახვეწას მოითხოვს, რასთან დაკავშირებითაც სერიოზული ნაბიჯებია დაგეგმილი”, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები