“რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, “მებრძოლების” მიერ ხელისუფლების “დამხობის” და “ყველას დასჯის” პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც პაპუაშვილი წერს, გუშინდელი აქცია ევროკავშირის დაფინანსებული იყო.

“ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, “მებრძოლების” (!) მიერ ხელისუფლების “დამხობის” (!) და “ყველას დასჯის” (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო.

საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო ქართველების თვალში ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები