ხელოვნების სასახლეს საოჯახო ალბომიდან უნიკალური ფოტო გადასცეს

ხელოვნების სასახლეს მისი ისტორიის ამსახველი უნიკალური ფოტო გადაეცა. ინფორმაციას, სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„რამდენიმე დღის წინ მუზეუმში აშშ-ს ჯორჯიას შტატიდან გვეწვია ჩვენი სასახლის ერთ-ერთი მკვიდრის ჰუგო რიჩარდ კრისტალის შთამომავალი და საოჯახო ალბომიდან გადმოგვცა ხელოვნების სასახლის უნიკალური ფოტო…
აღნიშნულ ფოტოზე კარგად მოჩანს ჩვენი მუზეუმის აივანზე შემომდგარი ბრინჯაოს რაინდთა ქანდაკებები, უნიკალური ძეგლები, რომლებიც გასულ წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაუბრუნდა ისტორიულ ადგილს… ამასთანავე, მოხარული ვართ ბატონი ფრიდრიხ მატიესის გაცნობით, რომელმაც მონათხრობით და გადმოცემული ფოტომასალით ჩვენი მუზეუმის ისტორიას მნიშვნელოვანი ფურცელი შემატა“,- წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები