პრემიერი – ქართული ჯარი ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე

სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამხედროების სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება/მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მლნ ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე -ჯარის ქალაქის მშენებლობა. ესეც არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითოეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები