სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან
2024 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში აგრძელებდა ეფექტიან და მჭიდრო თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ამის შესახებ სუს-ის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამსახურის ძირითად პარტნიორებს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები განეკუთვნებიან. სათანადო აღნიშვნას იმსახურებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ჩვენი მეზობელი სტრატეგიული პარტნიორების − აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის − სათანადო სამსახურებთან.
სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობდა პარტნიორებთან ოპერატიული და ანალიტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, მათ შორის, რეგიონალური უსაფრთხოების რისკების შეფასების, კონტრსადაზვერვო, ტერორიზმთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. 2024 წელს, სამსახურმა განახორციელა სათანადო პროცედურები საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმების 7 პროექტსა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 3 პროექტზე.