ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
27 ივნისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბი“, ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს, სახელწოდებით „ანა – 100“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან ანა კალანდაძის ოჯახის წევრები. წარმოდგენილი იქნება პოეტის საოჯახო ფოტოები და ხელნაწერები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის წევრები და ჭოხონელიძეების სტუდია.