“ახალგაზრდების პრაგმატული აზროვნებიდან გამომდინარე, პროფესიული განათლების მიმართ მოთხოვნა იზრდება”- მათე ტაკიძე
პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორის, მათე ტაკიძის განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა გაზრდილია. ამის შესახებ ტაკიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით განვითარდა და გაიზარდა .
ამას ხელი რამდენიმე
საინტერესო რეფორმამ შეუწყო. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენ საერთაშორისო, ისეთი პროექტების დანერგვა დავიწყეთ,
როგორიცაა, დუალური განათლებისა და კოოპერაციული განათლება.
ეს გერმანული მოდელია და შრომაზე დაფუძნებულ სწავლებას ნიშნავს. ძალიან ბევრი
ბიზნესი, პროფესიული განათლების სხვადასხვა პროგრამის განსავითარებლად შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ
პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ბიზნესის მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. მეორე რეფორმა ინტეგრირებული სწავლების მიმართულებას ეხება. რას ნიშნავს ეს: მოსწავლეებს, რომლებიც საბაზო განათლებას ამთავრებენ, შეუძლიათ,
პროფესიულ კოლეჯებს მიმართონ, ინტეგრირებული პროგრამები აირჩიონ, შესაბამისად, ისინი იღებენ როგორც პროფესიული განათლების დიპლომს, ასევე
საშუალო განათლების სასკოლო
ატესტატსაც. ამან გამოიწვია ის, რომ პროფესიული განათლების გაახალგაზრდავება მოხდა, ანუ პროფესიულ განათლებაში ბევრი
ახალგაზრდა შემოდის.
დღეს შემიძლია, ვთქვა, რომ
ახალგაზრდების პრაგმატული აზროვნებიდან
გამომდინარე, პროფესიული განათლების მიმართ
მოთხოვნა იზრდება. განსაკუთრებით გვახარებს ის საკითხი, რომ ახალგაზრდების
შემოდინება გაიზარდა, რაც სამომავლოდ პროფესიული
განათლების როლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პროფესიული განათლების როლის განვითარება ქვეყანაში ეკონომიკის, ბიზნესის და ადამიანების კეთილდღეობის
განვითარებას ნიშნავს.
ამასთან, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ, სკოლებში, პროფესიული განათლების განვითარების შესახებ რეფორმა დაიწყო. შერჩეულია საპილოტე სკოლები, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში, თითო სკოლაში თითო პროგრამა ინერგება, რაც ნიშნავს იმას,
რომ პროფესიული განათლება უკვე სკოლებში შევიდა.
მინდა, ვთქვა, რომ რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ სამომავლოდ პროფესიული განათლება კიდევ უფრო მეტად იქნება განვითარებული.
რაც შეეხება მესამე მიმართულებას: დავიწყეთ
მოკლევადიანი მომზადება/ გადამზადების პროგრამების
შექმნა. ყველა პროგრამა რომელიც კოლეჯებში კეთდება, ბიზნესთან ერთად მზადდება.
ეს პროგრამა ზრდასრულებს ეხებათ, რომელთაც არ აქვთ ბევრი დრო, ერთწლიან , ან ორწლიან პროგრამებზე ისწავლონ. მათ საშუალება ეძლევათ, მოკლევადიანი მომზადება/ გადამზადების
პროგრამები აირჩიონ. ეს ერთ მოდულიანი სწავლებაა.
დავუშვათ, ტოპოგრაფია იქნება, გეოდეზია, თუ შედუღება ,
ერთ მოდულს, ზუსტად ბიზნესის
გამოწვევების შესაბამისად სწავლობენ. ვფიქრობ, ეს მიმართულება კიდევ უფრო
მეტად განვავითაროთ. მით უმეტეს, რომ საქართველოში დღეს ამ მიმართულებას
რამდენიმე სახელმწიფო ორგანიზაცია ავითარებს. ეს არის
თბილისის მერიის პროგრამა “ისწავლე და დასაქმდი”, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამა, რომელიც მომზადება/ გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსებითაა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ანალოგიურად მომზადება/ გადამზადებისაა”- განაცხადა ტაკიძემ.
მისი თქმით, სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.
“პროფესიული განათლების მიღებისთვის არცერთ მოქალაქეს გადასახადი არ სჭირდება.
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში პროფესიული განათლება უფასოა, მთავარი დონორი სახელმწიფოა.
ძალიან დიდი მოთხოვნაა შემდეგ მიმართულებებში: სამშენებლო ინჟინერია, ტურიზმი, საექთნო, აგრარული , IT მიმართულებები .როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პროგრამებზე უამრავი ვაკანსიაა, უამრავი სხვადასხვა საინტერესო პროგრამაა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მარტივად დარეგისტრირდეს, მიიღოს პროფესია, აიმაღლოს უნარ-ჩვევები, ჩვენ თითოეულ მათგანს დასაქმებაში დავეხმარებით”- განაცხადა ტაკიძემ.