ისრაელმა დასავლეთ ირანის ქალაქ კერმანშაჰში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
შესაბამის ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს დილით, ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმაც – ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები მოიგერია.