“ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ გლობალური დაპირისპირების დიდ და სავალალო სცენარში, პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული როლი, რომელსაც სამწუხაროდ საზარბაზნე ხორცის როლი ჰქვია” – ვოლსკი

“ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ამ გლობალური დაპირისპირების დიდ და სავალალო სცენარში, პირდაპირ ამბობენ, რომ სწორედ საქართველომ უნდა შეასრულოს გარკვეული როლი, რომელსაც სამწუხაროდ საზარბაზნე ხორცის როლი ჰქვია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„საკვირველია, ადამიანები, ვისაც ქართული გვარი გააჩნიათ, საქართველოს ჰიმნს მღერიან და დროშას აქნევენ, რატომ არიან ჩართული ისეთ სცენარში, რომელმაც სისხლი და ცრემლი უნდა მოუტანოს საქართველოს. რა პერსპექტივას ხედავენ თავისი გამეფების გარდა ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი  – გიორგი გახარია, რაც ხელთ გვაქვს, ყველა ნიშნით ამ სცენარში არის ჩართული“, – აღნიშნა  ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები