ირაკლი კირცხალია ნატოს მომავალ სამიტზე: ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ არის ყველა მიმართულებით – ასე, რომ თვითონ ჩამოყალიბდნენ, გადახედონ თვითონაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგანან
„სანამ განცხადებებს გააკეთებენ და როცა გააკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, გადახედონ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კონკრეტულად ალიანსთან მიმართებით,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნებულ ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკურ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ არის ყველა მიმართულებით. ასე, რომ თვითონ ჩამოყალიბდნენ, გადახედონ და დამერწმუნეთ, თვითონაც ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს მსოფლიოს არა მხოლოდ ლიდერების, არამედ სერიოზული ექსპერტების შედარებაც არის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევრის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. როგორც პოლ ტეილორი წერს, მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატო-ს დაპირებას, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.