“ყველაზე მეტად რაც ვნებს ევროკავშირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი” – რატი იონათამიშვილი

“ყველაზე მეტად რაც ვნებს ევროკავშირს, ეს არის ორმაგი სტანდარტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა ორმაგი სტანდარტი და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული განცხადებებიც სწორედ ამას გვაჩვენებს.

“ისინი ცდილობენ საქართველოში წაახალისონ, დაასპონსორონ და გაავრცელონ სიძულვილის ენა, ხოლო საკუთარ ქვეყნებში ამას დემოკრატიის საფრთხედ აღიქვამენ. ისინი საქართველოს არ უყურებენ როგორც სრულფასოვან ქვეყანას, მათ როგორც ჩანს საქართველო დაბალი ღობე ჰგონიათ და ამიტომაც არის, რომ ეს ადამიანები და მათ მიერ წახალისებული რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის მარცხდებოდა და დამარცხდება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები