ბორჯომში ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 16-დან 20 წლამდე ახალგაზრდებმა ბანაკის გახსნის დღეს მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისრის სროლა, კედელზე ცოცვა, ჯომარდობა.
ბანაკის გახსნის ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლანა გიორგიძე დაესწრნენ. მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს.
ბანაკის მონაწილეები დალოცა დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი). ახალგაზრდული ბანაკი 21 ივნისს დაიხურება.