პაპუაშვილი – ოპოზიციის ჩავარდნილ რევოლუციურ გეგმაზე: ეს სცენარი დაწერილი იყო ჯერ კიდევ არჩევებამდე, ამიტომ ერეოდნენ გარედან არჩევნებში

“ეს სცენარი დაწერილი იყო ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ამიტომ ერეოდნენ გარედან ჩვენს არჩევნებში. ამიტომ იყო განსაკუთრებული თავდასხმა ეუთო/ოდირზე. ეუთო/ოდირმა ფაქტობრივად ჩაუშალა მთელი სცენარი ძალადობრივი რევოლუციის იმით, რომ თავისი დასკვნით არანაირი საშუალება არ დაუტოვა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ჩავარდნილ რევოლუციურ გეგმებზე საუბრისას აცხადებს.

როგორც ის ამბობს, ოპოზიციას რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

„ამ მოწოდებით 11 ნოემბერს გამოვიდა შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც თბილისში იმყოფებოდა სხვა ქვეყნების, ჩრდილო და ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად და პირდაპირ მოუწოდა „მაიდნის“ სისხლიანი რევოლუციის გამეორებისკენ.
შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მოუწოდებდა ამ ჯგუფებს, რომ წასულიყვნენ რადიკალურ ნაბიჯებზე. 11-ში მოწოდება იყო მისი და 19-ში ვნახეთ, აი, ახლახან, რომ მიესაჯა ადამიანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვნახეთ პოლიციელზე თავდასხმა, ზუსტად აქ არის მიზეზ – შედეგობრივი კავშირი. როდესაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ არ იყო საკმარისი ის რადიკალიზმი, რომელიც მას დახვდა რუსთაველზე და მეტი რადიკალიზაციისკენ, „მაიდნისკენ“ მოუწოდა ანუ ძალადობისკენ მოუწოდა ფაქტობრივად, ამ ძალადობრივი სცენარის განმეორებისკენ და რამდენიმე დღეში ეს ადამიანი თავს დაესხა პოლიციელს, მოისმინა რა, რომ ევროპული აზრი თურმე ეს არის, რომ უნდა იყო ახლა აქტიური და იმოქმედო.

დღეს, როდესაც მიდის სისხლის სამართლის საქმეების განხილვა, თუ კი ვინმეს აქვს ბრალეულობა და პასუხისმგებლობა, აქ პასუხისმგებლობა აქვთ ზუსტად იმ ევროპელ პოლიტიკოსებს აქ, რომ ჩამოვიდნენ და აქეზებდნენ ადამიანებს რადიკალიზაციისკენ. ასე, რომ მიმართონ შვედეთის საელჩოს ამ ადამიანების გულშემატკივრებმა, რატომ ერთი განცხადებითაც კი, არ გაემიჯნა შვედეთის ხელისუფლება მისი წარმომადგენლის განცხადებას, რომ აქ „მაიდანი“ ჩატარებულიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები