ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა

,,რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440-ზე მეტი დრონი და 32 რაკეტა გაუშვა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

„კიევზე ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავდასხმა განხორციელდა. ასევე, დღევანდელი ღამის განმავლობაში თავს დაესხნენ ოდესის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქებს.

მსგავსი თავდასხმები აშკარა ტერორიზმია და მთელმა მსოფლიომ, აშშ-მა და ევროპამ ამას ისე უნდა უპასუხონ, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო პასუხობს ტერორისტებს. პუტინი ამას აკეთებს მხოლოდ იმიტომ რომ მას ომის გაგრძელება შეუძლია. მას სურს, რომ ომი გაგრძელდეს. არასწორია, როდესაც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები ამაზე თვალს ხუჭავენ. ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა უდანაშაულო მშვიდობიანმა ხალხმა“, – აცხადებს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები