რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადაგ ცდილობენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილი გააღვივონ
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადაგ ცდილობენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში გააღვივონ, როგორც სიძულვილი, ასევე ყველაზე მძიმე დანაშაულებიც, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელებში ირანის მაღალჩინოსნების სურათებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტების თემას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სულიერი მემკვიდრეა.
„თუ ჩვენ მათ ბუნებას გადავხედავთ, წარსულში ისინი არა მარტო სურვილით გამოდიოდნენ, რომ ადამიანები მოეკლათ, არამედ ადამიანებს კლავდნენ კიდევაც, პირდაპირ ქუჩაში, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, ვისი სულიერი მემკვიდრეებიც არიან ესენი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.