დაჩი ცაგურია 2009 წლის მოვლენებზე: ათასობით ადამიანი გამოვდიოდით ქუჩაში შვილდახვრეტილი, ნაწამები, ციხე გამოვლილი ხალხი – ჩვენ არასოდეს, არც პარლამენტის შენობაზე ცეცხლის წაკიდება გვიცდია და არც პოლიციელებისთვის გვისვრია მოლოტოვის კოქტეილები, თუ ფოიერვერკები, არც არავინ დაგვიშავებია და არც არავის შვილებს არსად მივვარდნილვართ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.

დაჩი ცაგურიას განცხადებით, ათასობით ადამიანი გამოდიოდა იმ დროს აქციებზე, მაგრამ აქციებს ჰქონდა მშვიდობიანი სახე და ის ძალადობრივ ელემენტებს არ შეიცავდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჰყავდა ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს გამწარებული.

„ჩვენ არასოდეს არ დაგვიმტვრევია, არ შევჭრილვართ არსად. ათასობით ადამიანი გამოვდიოდით ერთად ქუჩაში, თან როგორი გამწარებული შვილებ დახვრეტილი, შვილებ ციხეში ჩასმული და ნაწამები, თვითონ ციხე გამოვლილი ხალხი, ვეტერანები, რომლებსაც საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს ეს ხალხი ყველანი ერთად ვიკრიბებოდით და ჩვენ არასოდეს, არასოდეს, არც პარლამენტის შენობაზე ცეცხლის წაკიდება გვიცდია და არც პოლიციელებისთვის გვისვრია მოლოტოვის კოქტეილები და ფოიერვერკები, არც არავინ დაგვიზიანებია, არც არავისთვის გვიფურთხებია და არავის შვილებს არსად არ მივვარდნივართ.
ამას იმიტომ ვაკეთებდით ჩვენ რომ ეს მიუღებლად მიგვაჩნდა და ახლაც მიუღებლად მიმაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი და არ აქვს ახსნა ამას როცა აკეთებს ადამიანი და დიახ ჩვენ ვამბობდით, რომ არაძალადობრივი გზით ვიბრძვით, ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებლად, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო მეტი დემოკრატია და მეტი თავისუფლება“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები