ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკო წარადგინა. პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა უმაღლეს რადას წარუდგინა. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი „ფეისბუქზე“ წერს.

სტეფანჩუკის თქმით, უმაღლესი რადა აღნიშნულ წარდგინებას უახლოეს პლენარულ სესიაზე განიხილავს.

რუსლან კრავჩენკო გასული წლის ბოლოდან უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2012 წლიდან პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2019 წლებში კრავჩენკო მუშაობდა უკრაინის მთავარ სამხედრო პროკურატურაში. 2022 წლის მარტიდან კი, ბუჩაში სამხედრო დანაშაულების გამოძიებით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები