“ჩორჩანაში დადგმა ამ საგუშაგოსი წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, შედეგად, მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის, საოკუპაციო ძალის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა” – ვოლსკი
“ჩორჩანაში დადგმა ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის, დაიკარგა, საოკუპაციო ძალის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.
“გარდა ამისა, არის კიდევ, რომელიც მივიღეთ ახალგორის მიმართულებით და თუ რაღაც არსებობდა კიდევ შესაძლებლობა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. შედეგით თუ ვიმსჯელებთ, უმძიმესია ის ვითარება, რომელიც ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია, კითხვებიც ამის განმახორციელებელი იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ, არის ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფო”, – აცხადებს ვოლსკი.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში მოკვლევა გრძელდება.
უწყებაში დღეს გამოკითხვაზე ალექსანდრე ტაბატაძეს და კახა კახიშვილს ელოდებიან.