გივი მიქანაძე – ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესზე: მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს პასუხისმგებლობის კომპონენტი

“მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის პასუხისმგებლობის კომპონენტი, რომელიც პასუხისმგებელ პირთან არის დაკავშირებული, რომლის დანაშაულებრივი ქმედებითაც გამოწვეული იქნა ქონებისთვის ზიანის მიყენება”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს.

ის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესზე საუბრობს.

”შესაბამისად, დაზარალებულის ინტერესები არის აპრიორი, მნიშვნელოვანი, მისი მხრიდან რომ არ მოხდეს კანონის გვერდის ავლა. ჩვენ უკვე განვიხილავთ იმ ცვლილებებს, რომელიც ამ უფლების განმტკიცებას და უზრუნველყოფას განახორციელებს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესს დღეს ბიუროზე წარადგენენ, რის შემდეგაც უკვე დაიწყება საკანონმდებლო წინადადების კომიტეტებში განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები