“ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს; აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს” – მაჭავარიანი

“ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს; აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ძალიან ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში დადგეს. აბნევენ ჩვენს მოქალაქეებს. შეწყვეტას სჭირდება 27-ვე ქვეყნის თანხმობა და კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები ევროკავშირში, რომლებიც ამას არასდროს დათანხმდებიან. შეჩერებასთან დაკავშირებითაც იქ არის უამრავი პროცედურა და ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არავისთვის მიგვიცია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ შანტაჟის ენით საუბარი, რომ კიდევ მეტი ქაოსი შემოიტანონ საზოგადოებაში.

პოლონეთი გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრობით. მათი მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „დემოკრატიის შუქურა“ და სააკაშვილმა ააღორძინა დემოკრატია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. რანაირად უნდა ვესაუბროთ მათ?! ქართველებს ვერავინ დასჯის, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ და ჩვენ ამ თემასაც გადავლახავთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები