ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი [საგუშაგოს ჩადგმის]. არ უნდა გაკეთებულიყო. შევალ და რომ გამოვალ, მერე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს“, – აღნიშნა გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გომელაური საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.