“საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა”

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა, – ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი უფროსის მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ნადარეიშვილის თქმით, შეგნებულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ 100 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
“თბილისის ფორუმზე დიდი დისკუსია მიდის საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ დააკისრა 100 ათასი ევროს გადახდა, რაც არის მტკნარი სიცრუე!!! ხოლო ის 100 ათასი ევრო, რომელიც გირაოსთვის იყო შეტანილი, ათენის სასამართლომ დაუბრუნა შემომტანს უკან, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა! ასე, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია”, – წერს ნადარეიშვილი.
საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები