საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრას გამართავს.
შსს-ს ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე იმყოფებიან – მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე.