კახა კალაძე: მიუღებელია ზიზღის კამპანია, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, ე.წ. ზიზღის კამპანიის შესახებ.

„კატეგორიულად მიუღებელია რასაც ვხედავთ, ვისმენთ, ეს მიზანმიმართული ქმედებებია. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები