გიორგი ვოლსკი დონალდ ტუსკის განცხადებაზე: სამწუხაროდ წავაწყდით ამ ხისტ დამოკიდებულებას, რომელიც შიდა პოლიტიკითაც არის განპირობებული და მნიშვნელოვანწილად გარკვეულ პოლიტიკურ ჩანაფიქრსაც წარმოადგენს

“არც იმდენი რესურსი გააჩნია ტუსკს, რომ თუკი იქნება ვეტო დადებული რომელიმე გადაწყვეტილებაზე, ეს ვეტო დაძლიოს, “- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ წავაწყდით ამ ხისტ დამოკიდებულებას, რომელიც შიდა პოლიტიკითაც არის განპირობებული და მნიშვნელოვანწილად გარკვეულ პოლიტიკურ ჩანაფიქრსაც წარმოადგენს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეზღუდვაზე ან შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევა სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები