ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა(ვიდეო)

ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებზე იერიში განახორციელა. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი,  ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს, მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები