მაია ბითაძე: სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია ის მოვლენები და რადიკალიზაციის ის ხარისხი, რამაც გადაინაცვლა სასამართლო შენობებში

სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია ის მოვლენები და რადიკალიზაციის ის ხარისხი, რამაც გადაინაცვლა სასამართლო შენობებში, – ასე ეხმაურება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო პერიოდში მიმდინარე ხმაურიან მოვლენებს „ქრონიკასთან“ საუბარში.

„ეს პროცესები, რაც სასამართლო დარბაზებში და დერეფნებში მიმდინარეობს, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმის, რომ რადიკალიზაციას ხელი ეწყობა სწორედ ოდიოზური რადიკალური ოპოზიციის, თუ მედიის წარმომადგენლებისგან. ისინი მუდმივად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩართულები არიან პროცესში, რასაც მოსახლეობაში პოლარიზაციის გაღვივება ჰქვია. სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია ის მოვლენები და რადიკალიზაციის ის ხარისხი, რამაც გადაინაცვლა სასამართლო შენობებში“, – აღნიშნა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები