საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი გიორგი კალანდია არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებში იმყოფებოდა
დღეს, 11 ივნისს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი – გიორგი კალანდია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ია იმერლიშვილი არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, მსჯავრდადებულებს სულთმოფენობის და ლომისობის დღესასწაულები მიულოცეს და სხვადასხვა საჩუქარი გადასცეს.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“დეკანოზმა გიორგიმ არასრულწლოვნებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა, ხოლო მათ, ვინც დაასრულა სკოლა და სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში აპირებს, წარმატებები უსურვა”, – წერია ინფორმაციაში.