“საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა”

საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას 100 ათასი ევრო უკან დაუბრუნა, – ამის შესახებ კუდ-ის ყოფილი უფროსის მეუღლე ანი ნადარეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა, გირაოს სახით გადახდილი თანხა მას უკან დაუბრუნდა.
“თბილისის ფორუმზე დიდი დისკუსია მიდის საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ დააკისრა 100 ათასი ევროს გადახდა, რაც არის მტკნარი სიცრუე!!! ხოლო ის 100 ათასი ევრო, რომელიც გირაოსთვის იყო შეტანილი, ათენის სასამართლომ დაუბრუნა შემომტანს უკან, ვინაიდან გირაოს პირობები დათა ახალაიას არ დაურღვევია და მთლიანი სასამართლო დავა დათა ახალაიას საქმეზე დამთავრდა! ასე, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია”, – ამბობს ნადარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები