ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი გაბიტაშვილს აქვს ძალიან დიდი და მდიდარი გამოცდილება

„გიორგი გაბიტაშვილს აქვს ძალიან დიდი და მდიდარი გამოცდილება,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“აწ უკვე ყოფილი გენერალური აუდიტორი გადადგა თანამდებობიდან. შემდეგ პროცედურა ასეთია, რომ მოხდება ახალი კანდიდატის განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე და შემდგომ უკვე პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად. რაც შეეხება ახალ კანდიდატს, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ მას აქვს ძალიან დიდი და მდიდარი გამოცდილება. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ეს აუდიტის სამსახურის გარკვეულწილად მუშაობის ხარისხს კიდევ უფრო გააძლიერებს,” – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას დღეს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები