„რიტორიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ბოლო პერიოდში ისმის, მოსალოდნელი იყო“

მე ვიქნებოდი ყველაზე წარუმატებელი მინისტრი, რომ დღეს რუსეთი კმაყოფილი იყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “იმედის” ეთერში, განაცხადა.
მისი თქმით, რიტორიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ბოლო პერიოდში ისმის, მოსალოდნელი იყო.
“ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან და მათ ინტერესებში არ შედის, რომ საქართველო ასე დაუახლოვდა ნატო-ს და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იქნება გაზრდილი. რაც შეეხება რიტორიკას, რომელიც გვესმის რუსეთის ფედერაციიდან, ეს მოსალოდნელი იყო. ამგვარი რიტორიკა გვესმოდა, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი იდგა. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ გამიზნული კონკრეტული ნაბიჯები ამ პაკეტის ხორცშესასხმელად. ეს არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომელიც ყველამ ერთად გავაკეთეთ, რათა ჩვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ, ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ მოახვევს თავს საგარეო პოლიტიკის კურსს “, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები