ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურაზე: ეს ნიშნავს, რომ აშშ-სთან ურთიერთობის სრულფასოვანი არხი გვექნება
,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა.
„ეს ნიშნავს, რომ აშშ-სთან გვექნება ურთიერთობის სრულფასოვანი არხი და ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვის და ახალი შინაარსის დატვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა. დიპლომატიური ურთიერთობა და ელჩის აქტიური საქმიანობა არის მნიშვნელოვანი. ველით, რომ ცოტა ამერიკის ახალი ელჩიც დაინიშნება საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.