„უმცირესობა მზადაა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებაზე უმრავლესობასთან კონსულტაცია აწარმოოს“

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, უმცირესობა მზადაა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირისა და ინტეგრაციის შეთანხმებასთან” დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაცია აწარმოოს. მაჭავარიანის განცხადებით პარლამენტმა აღნისნულთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აუცილებლად უნდა დააფიქსიროს.
“დღეს მე მაინტერესებს ის საფრთხე, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის და რომელიც დოკუმენტის გაფორმების ფორმატშია გადასული. ამ შემთხვევაში რას ლაპარაკობენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. ვამბობ, რომ მზად ვართ მათთან სალაპარაკოდ. იმიტომ კი არა, მათი პოლიტიკა მომწონს, ჩემთვის მთავარია საქართველოს პარლამენტის რეაგირება ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა უნდა დაასწროს რეაგირება, თორემ მერე ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში რას იტყვიან, ეს მართალია მნიშვნელოვანია და ჩვენ გაგვიხარდება, მაგრამ “მაჩანჩალები” არ უნდა ვიყოთ, ისე, როგორც უკრაინის საკითხში”, – აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები