„მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს და კლავს ადამიანს როგორც თბილისში, ასევე ბერლინსა და ლოს ანჯელესში” – დავით მათიკაშვილი

“როდესაც საქართველოში ძალადობის ინიციატორი ადამიანების მასა პირდაპირ ცდილობს ‘ დაწვას, მოკლას გაანადგუროს და მათ მიმართ ხდება ადეკვატური საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, ეს არის თურმე ძალადობრივი ქმედება პოლიციის მხრიდან და როდესაც მათ საკუთარი სამშობლოში ხდება ანალოგიური ამბავი და მის მიმართ პოლიცია არის ადეკვატური, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ღონისძიება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალადობა ყველგან ძალადობაა.

„მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს და კლავს ადამიანს როგორც თბილისში, ასევე ბერლინში და ასევე ლოს-ანჯელესში. პარიზში გვახსოვს ჩვენ ყვითელ ჟილეტიანების აქციაზე 10 ადამიანი შემოაკვდათ საპოლიციო ღონისძიების შემდეგ და გერმანიაში გვახსოვს ჩვენ ასევე ძალადობრივი დარბევა აქციის. თბილისზე ვილაპარაკოთ – როდესაც ძალადობის ინიციატორი ადამიანების მასა პირდაპირ ცდილობს დაწვას, მოკლას გაანადგუროს და მათ მიმართ ხდება ადეკვატური საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, ეს არის თურმე ძალადობრივი ქმედებაა პოლიციის მხრიდან, ეს არის კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან. ასე უყურებენ ევრობიუროკრატები, ასე უყურებდა ბაიდენის ადმინისტრაცია და როდესაც მათ საკუთარი სამშობლოში ხდება ანალოგიური ამბავი და მის მიმართ პოლიცია არის ადეკვატური, ეს არის ჩვეულებრივი საპოლიციო ღონისძიება. იმიტომ რომ იუპიტერისთვის შეიძლება, მაგრამ ხარისთვის – საქართველოში ეს არ შეიძლება. ჰოდა, ეს ორმაგი სტანდარტი არის ზუსტად ის, რაც იწვევს ევროსკეპტიციზმს და რომელიც ღრმავდება „ევრობარომეტრის“ მიერ დათვლილი პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე საქართველოში. ეს ჩვენ აბსოლუტურად არ გვიხარია და აბსოლუტურად არ ვართ ამის მომხრე. პირიქით, ეს საკონსტიტუციო დანაწესი გვაქვს ჩვენ ევროინტეგრაციის კანონში და კონსტიტუციაში რომ გვიდევს, რასაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა. ევრობიუროკრატების ასეთი ქცევით, რომელიც ღირსებასთან ახლოსაც ვერ მოდის და პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის და იმ მილიონ ას ოცი ათასი ადამიანის ნების იგნორირებაა, ამ ყველაფრის ფონზე უკვე ჩნდება ეს სკეპტიციზმი. ამ ყველაფერში დამნაშავე არის თავიდან ბოლომდე ევრობიუროკრატია. საჭიროა, რომ თანაბარ და პარტნიორულ ურთიერთობაზე გადავიდეს ეს ყველაფერი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი გაღრმავდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები