დავით მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: ამ თოჯინებს ვინც მართავს, გარკვეული გეგმა დაუსახა „ლელოს“ და „ლელოც“ ასრულებს

,,გახარიას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არც არასდროს უთქვამს, ხაზარაძემაც განაცხადა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და დანარჩენებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მოქმედებენ ისე, როგორც მათ უბრძანებენ”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„ამ თოჯინებს [ოპოზიციას] ვინც მართავს, გარკვეული გეგმა დაუსახა „ლელოს“ და „ლელოც“ ასრულებს. 2024 წლისთვის არჩევნებზე ჰქონდათ გეგმა ისე წარმოეჩინათ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცალკე და ესენი – ცალკე არიან. ვერაფერი გამოუვიდათ. საზოგადოება ვერ მოატყუეს. ახლა გადალაგების პროცესში არიან. მოვისმინეთ ევროპარლამენტიდან პირდაპირი მოწოდება არჩევნებში [ოპოზიციის] მონაწილეობაზე. რაც არ უნდა რადიკალური იყოს პარტია, თუ ემიჯნება არჩევნებს, პოლიტიკურ სამარემდე მართლა ერთი ნაბიჯი აქვს.გახარიას არჩევნებში მონაწილეობაზე უარი არც არასდროს უთქვამს, ხაზარაძემაც განაცხადა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მთელს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და დანარჩენებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მოქმედებენ ისე, როგორც მათ უბრძანებენ. ეს არის აგენტის ხვედრი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები