“შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

“შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, სამხედრო დახმარების პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მიზნის გარშემო”, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ვიცი, რომ არსებობს დადებითი სიგნალები სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს. ეს კარგი, ძლიერი ნაბიჯებია. სხვაგვარად როგორ უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებიც ძალის ენის გარდა სხვას ვერაფერს იგებენ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები