პროკურატურამ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
“გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – წერია ინფორმაციაში.