გია ჟორჟოლიანი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუციას დადებითად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუციას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს საქართველოზე მიუღია”.
“ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ არის მიღებული საქართველოს შესახებ. ამ დოკუმენტში გაცილებით პოზიტიური შეფასებაა, ვიდრე აქამდე ყოფილა. ევროსაბჭოს ეს კონგრესი საკმაოდ ქვედითი ორგანოა, ის აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და მონაწილეობს კანონმდებლობის შემუშავებაში, შესაბამისად, ასეთი პოზიტიური დამოკიდებულების განჟღავნება საკაოდ კარგია ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება რეზოლუციაში მოცემულ რეკომენდაციებს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ისინი არანორმატიული ხასიათისაა, თუმცა მათი გათვალისწინება კარგი იქნებოდა.
“საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ეს რეკომენდაციები ატარებს არანორმატიულ ხასიათს, მაგრამ ყველა მათგანში არის რაციონალური მარცვალი და ისინი აქტიური განხილვის საგანი უნდა გახდეს. მიმაჩნია, რომ ეს სამუშაო პროცესი საკმაოდ სწრაფად არის დასაწყები და ეს არჩევნების წინ არ უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ამ საკითხზე მუშაობას წლის ბოლომდე დავიწყებთ და თუ რაიმე ცვლილებებს მივიღებთ, არჩევნებამდე, მინიმუმ, ერთი წლით ადრე უნდა მივიღოთ”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები დადებითადაა შეფასებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები