ზვიად ძიძიგური: ევროსაბჭოს კონგრესმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაცილებით უკეთესად შეაფასა, ვიდრე ყველა წინა არჩევნები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის რეზოლუციას ეხმაურება, რომელშიც საქართველოში ჩატარებული ბოლო თვითმმართველობის არჩევნები დადებითადაა შეფასებული. ძიძიგური აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში ქვეყანას ძალიან დაეხმარება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს შესაბამისმა სტრუქტურამ – ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა გაცილებით უკეთესად, ვიდრე იყო 2010 წელს ჩატარებული არჩევნები. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ გაყალბების წინააღმდეგ, როდესაც შემოიღო ციფრული ფოტოსურათების და პირადობის დამადასტურებელი ახალი სისტემა. ჩაითვალა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი გაყალბების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჟურნალისტებისთვის, დამკვირვებლებისთვის, წარმომადგენლებისთვის შექმნილი სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ასევე პროგრესია. პოზიტიურად იქნა შეფასებული გამგებლების და მერების პირდაპირი წესით არჩევა 50+1 ბარიერით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია ძალიან წაგვეხმარება ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემებში. ასეთი ტიპის რეფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები