ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
„საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება,“ – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტარის ნაჩო სანჩესის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს [ნაჩო სანჩესის განცხადება] არის საინფორმაციო ერთგვარი პროვოკაციები. საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება. ტყუილებით უნდათ საქართველოში სიტუაციის შეცვლა, ვერ ცვლიან და თავის თავს აზიანებენ, საქართველო-ევროპის დაახლოებას აზიანებენ. ტყუილებს მაინც მოკლე ფეხი აქვს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩესი ამბობს, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა.