გიორგი ვოლსკი: საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება, თუ ცალკე
,,საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება, თუ ცალკე, ან ერთად იქნებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მათ წარმატება არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ ექნებათ.
„არც ანა დოლიძისთვის არის დიდი დანაკარგი თუ „ლელოს” სივრცეში აღარ იმოძრავებს და არც „ლელოსთვის” არის დიდი დანაკარგი, თუ ანა დოლიძე მის რიგებში არ იქნება. ზოგადად, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, თუ „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად ცალკე ან ერთად იქნებიან, როგორც დღეს არიან. მათ წარმატება არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ ექნებათ. მათი დაპირისპირების შინაარსი და ფორმა კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ არასერიოზულობაზე და იმაზე, რომ ამ ხალხს საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა.