ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.
დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო „ძლიერ საქართველოს”, – წერს ანა დოლიძე.