დავით სერგეენკო ლატვიის ელჩს და ლატვიის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლატვიის ელჩს ელიტა გაველეს და ლატვიის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ცირცენე ინგრიდას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. ლატვიის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს საქართველოსთან, გაუზიაროს გამოცდილება და ჯანდაცვის მიმართულებით სხვა და სხვა საკითხში გაუწიოს კონსულტაციები.
დავით სერგეენკომ ლატვიის მხარეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ლატვიის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ცირცენე ინგრიდას შესთავაზა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შეფასება და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება. ასევე, მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მათი გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ მათთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები