გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, მნიშვნელობა არ აქვს, არც ქართული სახელმწიფოსთვის და არც ცივილიზაციური სამყაროსთვის

,,ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით,
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ამას არც ქართული სახელმწიფოსთვის და არც ცივილიზაციური სამყაროსთვის მნიშვნელობა არ აქვს.

„გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და ჩატარდება კიდეც. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, მნიშვნელობა არ აქვს, არც ქართული სახელმწიფოსთვის და არც ცივილიზაციური სამყაროსთვის. მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, პოლიტიკურად გაქრებიან, თუ მიიღებენ – დამარცხდებიან. ეს ძალიან კარგად იციან. ამ ე.წ. მოწოდებაში, სადაც ვერ შეთანხმებულან, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ზუსტად ჩანს, რომ მათი პატრონები მიხვდნენ, ესენი არაფრის მაქნისები არ არიან – არც რევოლუციის და არც ძალადობრივი აქციის მომწყობები. ამიტომ, ჩათვალეს, იქნებ, არჩევნებში მაინც მივაღებინოთ მონაწილეობაო. სხვათა შორის, ერთ-ერთმა მათმა ლიდერმა, უგულავამ და სხვებმა პირდაპირ თქვეს, რომ თუ გვეტყვიან უცხოელები მოგვიწევს, მონაწილეობა მივიღოთო. მათი რეიტინგი დაცემულია, მაგრამ რასაც უცხოეთიდან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების წყაროს ხალხში არასდროს ხედავდა, უცხოეთში ხედავდა, ახლაც ასეა, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები