ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა

ქართველი ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა. აღიარება მას Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა, საერთაშორისო ჯილდოს, რომლის ლაურეატები წარსულში ბარაკ ობამა და რიანა იყვნენ.
„კვიპროსში გამართულ ღონისძიებაზე საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, წარმოვაჩინე და დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინო გავასინჯე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, – განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები