შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: იმ 12 დეპუტატს, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ
,,იმ 12 დეპუტატს, რომლებიც დეკემბრიდან მოყოლებული შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ თითი-თითზე არ დაუკარებიათ, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ და მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.
„გახარიას პარტიის პირველ თორმეტეულს აღარაფერი ეშველება, რადგან მათ გაცდენილი აქვთ პლენარული სხდომების ნახევარზე მეტი. თუმცა, ფორმალური პროცედურა უნდა დასრულდეს, საპროცედურო კომიტეტმა დათვალოს, რამდენი სხდომა ჩატარდა, ვინ რამდენჯერ დაესწრო.
რა თქმა უნდა, იმ 12 დეპუტატს, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული, შატალოზეა და პარტიულ დაფინანსებას იღებს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ თითი თითზე არ დაუკარებია, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ.
ვინაიდან, საარჩევნო სია ჩახსნილი არ აქვთ, შემდეგ 12-ს შანსი ექნება, რომ ქართველ ხალხს დაანახოს, საერთოდ რაიმეს გაკეთებას აპირებს თუ – არა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.