შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მოწოდების შინაარსი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ გვაქვს საქმე იმ ჯგუფთან, რომელმაც განხილვების დროს თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ დემოკრატიის აღმშენებელია ქვეყანაში

„რაც შეეხება ამ მოწოდებას, არც თარგმნის და არც ორიგინალის შინაარსი არ მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ გვაქვს საქმე იმ ჯგუფთან, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დემოკრატიის აღმშენებელი ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი კვლავ გვყავს შუქურად, რომელიც უნდა გავათავისუფლოთ ,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშს, რომელშიც ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მოუწოდებენ.

„ეს არის ღირებულებით კრიზისში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ვუყურებ და მართლა გამაოგნებელია. გუშინ ვთქვი კიდევაც – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა. როგორ გვესმის ჩვენ ევროპა და რას ვუყურებთ ჩვენი თვალით – ვუყურებთ აბსოლუტურად საბჭოთა ცეკას დონეზე დასულ განხილვებს, სადაც მიყვანილი ჰყავთ დამსმენები, მოწყობილი აქვთ „ტროიკები“, რომ გაასამართლონ მთელი ხალხი. ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე ამ მხრივ განსაკუთრებით ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა. გაგახსენებთ, მან თქვა, რომ მთელი ხალხი, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის დამნაშავე ამ ყველაფერში. დამნაშავედ გამოაცხადა მინიმუმ 1,2 მილიონი ადამიანი. ამაზე მეტი „ტროიკა“ და ამაზე მეტი საბჭოთა კავშირული აზროვნება რა შეიძლება იყოს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები